კიდევ რა უნდა იცოდე!
როგორ გვეხმარება პროფესიული ამხანაგობა Berufsgenossenschaft (= უბედური შემთხვევების დაზღვევა Unfallversicherung – SVLFG), თუ მოგვივიდა უბედური შემთხვევა?
უბედური შემთხვევა ყოველთვის შეიძლება მოხდეს. შენ პროფესიული ამხანაგობის მიერ დაზღვეული ხარ იმ უბედურ შემთხვევებზე, რომლებიც შეიძლება შეგემთხვას სამუშაოზე, სამუშაოზე წასვლის ან სამუშაოდან საცხოვრებელში დაბრუნების დროს .
მას შემდეგ, რაც პირველ დახმარებას აღმოგიჩენენ ან გაგიწევენ სამედიცინო დახმარებას, აუცილებელია ამ შემთხვევის შესახებ შეატყობინო შენს უფროს თანამშრომელს ან უფროსს.თუ თანამშრომელი სამი დღის განმავლობაში აცდენს სამუშაოს ან გარდაიცვლება, საწარმო ვალდებულია ამ უბედური შემთხვევის შესახებ ამცნოს პროფესიულ ამხანაგობას (განაცხადი უბედური შემთხევის შესახებUnfall-Anzeige).
ეს გერმანიაში ვალდებულებას წარმოადგენს. პროფესიული ამხანაგობა იზრუნებს იმაზე, რომ მალე გამოჯანმრთელდე. ამისათვის არაფრის გადახდა არ მოგიწევს. 6 კვირის განმავლობაში უფროსი შენს ხელფასს გადაიხდის. 6 კვირის შემდეგ გადაიხდის პროფესიული ამხანაგობა დაზარალებულის ხელფასს. დაზარალებულის ხელფასი შედარებით მცირეა თვითონ ხელფასთან შედარებით.
როგორ უნდა მოიქცე, თუ ცუდად გახდები ?
თუ ცუდად ხარ და მუშაობა არ შეგიძლია, გაესინჯე ექიმს. მაგრამ ვიდრე ექიმთან მიხვალ, შეატყობინე ავადმყოფობის შესახებ შენს უფროს თანამშრომელს ან შენს უფროსს.
ექიმთან ვიზიტისას თან იქონიე ჯანმრთელობის ევროპული დაზღვევის ბარათი (EHIC). ექიმთან ვიზიტი შენთვის უფასოა. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ხანგრძლივი დროით ვერ იმუშავებთ, ის დაგიწერთ ავადმყოფობის ცნობას (Arbeits-Unfähigkeits-Bescheinigung).ამ ცნობას გადასცემ შენს უფროსს. გერმანიში შენ გაქვს უფლება, ექიმი თვითონ ამოირჩიო.
თუ ექიმი გჭირდება, დარეკე შემდეგ ნომერზე 116 117 ( მხოლოდ გერმანულ ენაზე)
თუ შენ დამსაქმებელთან 4 კვირაზე მეტ დროს იმუშავე, ავდმყოფობის შემთხვევაში 6 კვირის მანძილზე მიიღებ შენს ხელფასს. ამისათვის აუცილებელია, რომ შენს უფროსს წარმოუდგინო ექიმის მიერ გაცემული ცნობა ავადმყოფობის შესახებ. ამ ცნობას ჰქვია ცნობა იმის შესახებ, რომ პიროვნებას არ შეუძლია მუშაობა Arbeits-Unfähigkeit-Bescheinigung.
იმ შემთხვევაში, თუ შენ ან შენმა თანამშრომელმა სხეულის მსუბუქი ზიანი მიიღო, შეატყობინე ამის შესახებ შენს უფროს თანამშრომელს ან უფროსს. სხეულის დაზიანების შემთხვევაში პირველ დახმარებას აღმოგიჩენთ პირველადი დახმარების პირი. იმ პიროვნების სახელი, რომელსაც შეუძლია აღმოგიჩინოთ პირველადი დახმარება, იცის თქვენმა უფროსმა თანამშრომელმა ან უფროსმა. მისი სახელი ასევე წერია პირველადი დახმარების პლაკატებზეც. სხეულის მძიმე დაზიანების შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ დაურეკე სასწრაფო დახმარებას ნომერზე 112. დაუყოვნებლივ შეატყობინე ამის შესახებ ასევე შენს უფროს თანამშრომელს ან უფროსს. ამ დაზიანების შესახებ ასევე ჩააწერინე სხეულის დაზიანების სარეგისტრაციო წიგნაკში.
სამუშაო მოწყობილობები და დამცავი აღჭურვილობა
ყველა მასალა, რომელიც სამუშაოსათვის გჭირდება, უნდა მოგცეს შენმა უფროსმა უფასოდ. თუ ხელსაწყო გაფუჭებულია ან წარმოადგენს საფრთხეს, შეატყობინე ამის შესახებ შენს უფროს თანამშრომელს ან უფროსს. ისინი იზრუნებენ ხელსაწყოების შეკეთებაზე.
შენი უფროსი თანამშრომელი ან უფროსი აგიხსნიან , თუ როგორ უნდა გამოიყენო სწორად ხელსაწყო ან მანქანა, იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ უბედური შემთხვევები ან სხეულის დაზიანება. (უსაფრთხოების წესების ახსნა განმარტება Sicherheits-Unterweisung).
დამცავი აღჭურვილობის ჩაცმა
იმისათვის, რომ სამუშაოზე უბედური შემთხვევებისაგან და ავადმყოფობისაგან კარგად იყო დაცული, შენი უფროსი თანამშრომელი ან უფროსი მოგცემს დამცავ აღჭურვილობას. (PSA). მაგალითად, დამცავ ფეხსაცმელს, ხელთათმანებს, მზისაგან დამცავ ქუდს, სმენის დამცავ აღჭურვილობას, დამცავ სათვალეს.
თუ უფროსი ამას შენგან მოითხოვს, შენ ვალდებული ხარ ატარო ეს დამცავი აღჭურვილობა. თუ შენ დამცავი აღჭურვილობის ტარებაზე უარს იტყვი, უფროსს შეუძლია მოგცეს გაფრთხილება ან გაგათავისუფლოს სამუშაოდან.
შეატყობინე, თუ მანქანები ან მოწყობილობები დაზიანებულია
თუ რომელიმე მანქანა ან მოწყობილობა გაფუჭდა, ან შენ გაგიფუჭდა, ასეთი რამ ყოველთვის შეიძლება მოხდეს, მნიშვნელოვანია, რომ შენ ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინო უფროს თანამშრომელს ან უფროსს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება მანქანებისა და მოწყობილობების შეკეთება, შეიძლება ვიყოთ დაზღვეული სხეულის დაზიანებისა და უბედური შემთხევევებისაგან.
უსაფრთხოების წესების ახსნა განმარტება
იმისათვის, რომ მანქანებთან და მოყწობილობებთან მუშაობა შეძლო ისე, რომ არ დაზიანდე, ვალდებულია შენი უფროსი თანამშრომელი ან უფროსი გაჩვენოს ან აგიხსნას , თუ როგორ ფუნქციონიერებენ ეს მანქანები და მოწყობილობები. (უსაფრთხოების წესების ახსნა- განმარტება Sicherheits-Unterweisung). შენ ვალდებული ხარ მონაწილეობა მიიღო უსაფრთხების ახსნა -განმარტების პროცესში და შემდეგ ხელი მოაწერო ახსნა- განმარტებას, რომ ყველაფერი კარგად გაიგე.
ეს დაზღვევისიათვის ძალიან მნიშნელოვანია. ყურადღებით იყავი: იქ შენ შეიტყობ, თუ რა შეიძლება იყოს საშიში შენს სამუშაოზე და როგორ დაიცავ თავს სწორად.
ჯანმრთელობის დაზღვევა
გერმანიაში მუშაობა 70 დღის მანძილზე
თუ გერმანიაში წელიწადში 71 დღეზე ნაკლებს მუშაობ და ეს შენი ძირითადი პროფესია არ არის, ეს ითვლება მცირეხნიან დასაქმებად. თუ ამავდროულად შენს სამშობლოში დასაქმებული ხარ და იხდი სოციალური დაზღვევის გადასახადს, ეს უნდა დაამოწმო A1 მოწმობით. ასე იქნები დაზღვეული პირველი 70 დღის განმავლობაში.
თუ A1 მოწმობა არ გაქვს, საწარმოში მხოლოდ სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევებისაგან იქნები დაზღვეული. ამაში არ შედის ჯანმრთელობის დაზღვევა. ყურადღება მიაქციე იმას, რომ აუცილებლად გქონდეს მოქმედი ჯანმრთელობის დაზღვევა გერმანიაში. (ჯანმრთელობის დაზღვევის ევროპული ბარათი Europäische Kranken-Versicherungs-Karte (EHIC). ამის შესახებ ესაუბრე შენს უფროსს.
70 სამუშაო დღის გაგრძელება
თუ შენ 70 დღეზე ხანგრძლივად გინდა გერმანიაში მუშაობა, შენი უფროსი ვალდებულია დაგაზღვიოს გერმანიის სოციალურ დაზღვევაში.
ხშირად დასმული კითხვები
სამედიცინო მომსახურების და ტრანსპორტის სამსახური შენ არ უნდა გადაიხადო. თუ ეს შემთხვევა სამუშაოზე მოხდა, საფასურს იხდის სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის სადაზღვევო კომპანია Unfallversicherung SVLFG. ცუდად გახდომის შემთხვევაში საფასურს იხდის ჯანმრთელობის დაზღვევა. აუცილებლად იქონიე ექიმთან ვიზიტის დროს ჯანმრთელობის დაზღვევის ევროპული ბარათი (EHIC).
თუ სამედიცინო დახმარების ადგილზე გადახდა მოგიწევს, გაითვალისწინე, რომ აუცილებლად გამოგიწერონ ქვითარი ამის შესახებ. ქვითარზე უნდა იყოს მითითებული სამედიცინო სამსახურის ფასი და თვით მომსახურების დასახელება. ეს ქვითარი შენს სამშობლოში შეგიძლია შენს ჯანმრთელობის სადაზღვევო კომპანიას წარმოუდგინო.
თუ ბარათი არ გაქვს, ეს ხარჯები თვითონ უნდა გადაიხადო.