Diese Website verwendet Cookies, die für die Funktionalität der Site notwendig sind. Wenn Sie mehr über die genutzten Cookies erfahren möchten, lesen Sie sich bitte unsere Ausführungen zu Cookies in unserer Datenschutzerklärung durch.

Indem Sie dieses Banner schließen, die Seite nach unten scrollen, einen Link anklicken oder Ihre Recherche auf andere Weise fortsetzen, erklären Sie sich mit dem Gebrauch von Cookies auf unserer Site einverstanden.

ასე შეძლებ შენი ჯანმრთელობის დაცვას


დაიცავი თავი სიცხისაგან!

Vergrößerung des Bildes für .

დიდი სიცხე ჯანმრთელობისათვის შესაძლოა საშიში აღმოჩნდეს. შესაძლოა, დაისიცხო, გული შეგიწუხდეს ან ძალიან ცუდად გახდე. ამიტომ: დროულად დაიცავი თავი სიცხისაგან. და : ასევე ყურადრება მიაქციე შენს თანამშრომლებსაც.

როგორ დავიცვათ თავი სწორად

  • 1. შეძლებისდაგვარად იმუშავე ჩრდილში ან იზრუნე იმაზე, რომ შენს სამუშაო ადგილზე გქონდეს ჩრდილი, მაგალითად, მზის ქოლგის დახმარებით.
  • ატარე ქუდი ან კეპი კისრის დამცავით.
  • მძიმე სამუშაო შეასრულე დილით ან საღამოს, მაგრამ არა შუადღით.
  • გაატარე შესვენება ჩრდილში.
  • ხშირად გამოყავი დრო მცირე შესვენებისათვის.
  • წაიღე სამუშაოზე მთელი დღისათვის საკმარისი სასმელი წყალი  
  • სამუშაოზე დალიე ბევრი წყალი.

თავს კარგად ვერ გრძნობ?

მაღალი ტემპერატურის დროს სხეული მხოლოდ შეზღუდულად გამოყოფს სითბოს და მას ემუქრება გადახურება. ასე შესაძლოა, ადამიანმა განიცადოს კოლაფსი ან დაისიცხოს.

დაიცავი თავი მზისაგან! 

შენ დიდ ხანს მუშაობ გარეთ მზეში. აპრილიდან ოქტომბრამდე მზის ნათების დრო ყველაზე ხანგრძლივია. აქ ულტრაიისფერი სხივების გამოსხივება მოქმედებს UV-Strahlen. UV არის შემოკლება ულტრაიისფერი სხივების . ეს ულტრაიისფერი სხივები სინათლის სხივებია, რომელთა დანახვა ადამიანის თვალს არ შეუძლია, მაგრამ ისინი შენი კანისათვის საშიშია. ამ სხივებმა შესაძლოა კანის კიბო გამოიწვიოს. ამიტომ სამუშაოზე თავი უნდა დაიცვა ზედმეტი მზისაგან. 

Vergrößerung des Bildes für .

შეეცადე, თავიდან აირიდო მზე!

  • იზრუნე, რომ სამუშაო ადგილზე გქონდეს ჩრდილი, მაგალითად, მზის ქოლგის მეშვეობით.

  • შესვენება გაატარე ჩრდილში.

Vergrößerung des Bildes für .

ატარე ტანსაცმელი, რომელიც მთლიანად ფარავს შენს სხეულს!

გრძელი შარვალი და გრძელი მკლავები იცავს შენს კანს.

Vergrößerung des Bildes für .

ატარე ფართო ფარფლებიანი ქუდი ან კეპი კისრის დამცავით!

Vergrößerung des Bildes für .

ატარე მზის სათვალე!

Vergrößerung des Bildes für .

წაისვი მზისგან დამცავი კრემი!

  • გამოიყენე კრემი, რომელსაც აქვს გამოსხივებისაგან დამცავი 30 და მეტი სიძლიერის ფაქტორი (LSF). ეს ფაქტორი წერია ტუბზე.
  • წაისვი კრემი სამუშაოს დაწყებამდე.
  • წაისვი კრემი ყოველ ორ საათში.

Vergrößerung des Bildes für Ein Icon mit einer Hand in der Mitte, die eine Flasche hält.
Das Logo der Trinkstation der SVLFG

დალიე საკმარისი წყალი მთელი დღის განმავლოვაში!       

წყალი თან წაიღე.

ყურადღება მიაქციე კანზე გაჩენილ ცვლილებებს!

თუ თავზე, ხელის ტერფზე, ყურზე გაქვს ადგილი, სადაც კანი გაუხეშებულია, გაწითლებულია და იქერცლება, აუცილებლად გაესინჯე კანის ექიმს. ეს შეიძლება კანის კიბო იყოს. 

გაუფრთხილდი ზურგს!

სხვადასხვა საგნების აწევისა და ტარების დროს შესაძლოა მივიღოთ სხეულის დაზიანება ან ცუდად გავხდეთ. ყველაზე უარეს შემთხვევაში, შესაძლოა ვეღარ იმუშაო. ასე შეძლებ გაუფრთხილდე შენს ზურგს: 

Vergrößerung des Bildes für .

დაიხმარე ვინმე!

მძიმე და მოუხერხებელი საგნები აწიე და გადააადგილე სხვა პიროვნებასთან ერთად.

Vergrößerung des Bildes für .

გამოიყენეთ რესურსები!

გამოიყენე ხელის ურიკა, ტომრების ურიკა და სატვირთო ურიკა მძიმე ტვირთის.

Vergrößerung des Bildes für .

სწორად ასწიეთ დატვირთვები!

სწორად ასწიე ტვირთი;

  1. ყუთთან დადექი რაც შეიძლება ახლოს.
  2. ფეხები გადგი განზე.
  3. დახრის დროს საჯდომი ცოტა გამოსწიე.
  4. ყურადღება მიაქციე, რომ ზურგი სწორად გქონდეს გაშლილი
  5. ასევე ყურადღება მიაქციე, რომ მუხლები ფეხის თითების გასწვრივ დარჩეს.
  6. ყუთი სხეულთან შეძლებისდაგვარად ახლოს გეჭიროს.
  7. მძიმე ნივთები არასოდეს ასწიო სწრაფად, არასოდეს აიტაცო

ისე ასწიე ტვირთი, რომ  ზურგი  არ დაგიზიანდეს!

  • ტვირთის აწევის დროს გადადგი ნაბიჯი, ზემოწელი სწორად უნდა იყოს გაშლილი. 
  • ტვირთი ორივე მხარეს გადაანაწილე. ერთის ნაცვლად ასწიე ორი ვედრო. 
  • ტვირთი სხეულთან რაც შეიძლება ახლოს გეჭიროს. 

Video abspielen: სამუშაო ადგილის სიმაღლე მოარგე შენს სიმაღლეს.  

სამუშაო ადგილის სიმაღლე მოარგე შენს სიმაღლეს.  

Vergrößerung des Bildes für Personen dehnen im Stehen die Wadenmuskulatur. Sie stehen auf dem Feld, im Hintergrund ein Traktor.

იზრუნე ბალანსზე!

ხშირად სამუშაო კუნთებს ძალიან ტვირთავს. სამუშაოს დროს  ყოველთვის შეეცადე მოადუნო კუნთები პატარ -პატარა ვარჯიშებით. ასე შეძლებ თავიდან აირიდო ზურგის ტკივილი.   

დაიცავი თავი ტკიპებისაგან!

Vergrößerung des Bildes für Bild: Zecke auf der Haut.

ტკიპებს შეუძლიათ საშიში დაავადებების გადატანა, მაგალითად, როგორიცაა ბორელიოზი ან თავის ტვინის ანთება (ადრე ზაფხული მენინგიტი). ეს საშიშროება განსაკითრებით დიდია მარტიდან ოქტომბრამდე. ტკიპები ცოცხლობენ მაღალ ბალახებსა და ბუჩქებში. ისინი კანის რბილ ადგილს ამოარჩევენ და კანს ეკვრიან. 

ასე დაიცავ თავს:

  1. გამოიყენე ტკიპების საწინააღმდეგო საშუალება, რომლის შეძენა შესაძლებელია აფთიაქში.
  2. ატარე დახურული და გაუმტარი ტანსაცმელი.
  3. სამუშაოს შემდეგ დაითვალიერე სხეული და ასევე დაათვალიერე ტანსაცმელი, რათა დარწმუნდე, რომ ტკიპა სადმე არ არის მოთავსებული.
  4. დაიხმარე ამ პროცესში მეორე პიროვნება.

თუ სხეულზე ან ტანსაცმელზე ტკიპას  აღმოაჩენ:

  • მოიშორე ტკიპა პინცეტის ან ტკიპების საწინააღმდეგო ბარათის მეშვეობით (Zecken-Karte)
  • გაიკეთე ჭრილობის დეზინფექცია.
  • მონიშნე ჩხვლეტის ადგილი და დააკვირდი მას.
  • სიწითლის ან გასივების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიაკითხე ექიმს.
  • შეატყობინე ამის შესახებ შენს უფროს თანამშრომელს (Vorabeiter) ან შეფს. ის ამ შემთხვევას შეიტანს პირველადი დახმარების სტატისტიკის წიგნში (Verbands-Buch) . ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმ შემთხვევისათვის, თუ მოგვიანებით ტკიპის ნაკბენისაგან სერიოზული დაავადება განვითარდება.   

ხშირად დასმული კითხვები

Vergrößerung des Bildes für .